"შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს, სპეციალური განცხადებით ეხმაურება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი წევრი ნონა წოწორია.
„2008 წლის ომზე ძალიან ცალსახა პოზიცია მაქვს, რაც ამ ფორუმზეც საკმარისად არის დაფიქსირებული. "კურიერის" დღევანდელი ექსკლუზივი, რუსეთის მიერ იმ უკრაინელი სამხედროების მკვლელობის შეკვეთის თაობაზე, ვინც საქართველოს 2008 წელს რუსული ბომბებისგან იცავდა, შოკისმომგვრელია. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ეჭვები საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მსგავს თემებზე თანამშრომლობის შესახებ ახალი არ არის. ღირსეული ერი ბოლო წვრილმანებამდე იძიებს ასეთ შემთხვევებს, უზრუნველყოფს ყველა შესაძლო ფიგურანტის იდენტიფიცირებას და სამართლიანი პროცედურებით მათ სათანადოდ დასჯას,“-წერს წოწორია.
"შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟში საუბარი იყო იმ უკრაინელ სამხედროებზე, რომლებიც 2008 წელს საქართველოს რუსეთისგან იცავდნენ და რომელთა მკვლელობაც კრემლმა შეუკვეთა.