სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა თეა წულუკიანის მოადგილედ სუს-ის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე დანიშნა.
მამუკა ბახტაძის ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
იუსტიციის სამინისტროში მისი მთავარი ფუნქცია პენიტენციური დაწესებულებების კონტროლი იქნება.
ალექსანდრე ტაბატაძე, სუს-ის ერთ ერთი ყველაზე მდიდარი მაღლაჩინოსანია. მხოლოდ უძრავი ქონების ფასი, რომელსაც ტაბატაძე ფლობს მილიონ ლარს აღწევს. მისი უძრავი ქონება "კურიერის" რეპორტაჟშიც მოხვდა.
სუს-ის უფროსის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე, ნადარაანთკარში ფლობს ქონებას, რომელიც მან 2015 წელს შეიძინა. მიწის ნაკვეთის ფართობი 1100 კვადრატულია. ახალი 4-სართულიანი შენობა საგურამოსთან ახლოს დიდი ეზოთი მთლიანად ქვით არის მოპირკეთებული.
თუმცა გამოცემა "პრესა.ჯი" წერს, რომ ტაბატაძის ქონება ბოლო წლებში კიდევ გაიზარდა. 2018 წელს ტაბატაძის მეუღლის ოჯახის სახელზე გაფორმდა კიდევ ერთი 300 ათას ლარის ღირებულების ბინა მთაწმინდაზე.