19 მაისი 2024,   04:55
ვრცლად
მილიონ ოცდაათიათასი ლარი უძრავი ქონებისთვის ბოლო 2 წელში - "პრესა ჯი" სუს-ის მაღალჩინოსნების ქონებაზე მონაცემებს აქვეყნებს

რა უძრავი ქონების პატრონები არიან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირები - ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძენილი ქონებით "პრესა ჯი" დაინტერესდა. ინტერნეტპორტალის მიხედვით, სუს-ის უფროსის სამმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, ალექსი ბატიაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ ამ პერიოდში საკმაოდ ძვირადღირებული ბინები შეიძინეს, რომლის თანხაც 250 ათასიდან 400 ათასამდე მერყეობს. ამ ფონზე, შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის შენაძენი. მან ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთში მხოლოდ 85 ათასი ლარი გადაიხადა. რაც შეეხება სუს-ის უფროსის კიდევ ერთ მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს - დეკლარაციის მიხედვით, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაირი ქონება არ შეუძენია.

"გიორგი გახარიას თვალმა და ყურმა სუს-ში ხოჯევანიშვილმა იყიდა 388 ათასი ლარის უძრავი ქონება 2018 წლის განმავლობაში, მაგალითად ბატიაშვილმა შეიძინა ბოლო 2 წლის განმავლობაში 252 ათას ლარზე მეტი უძრავი ქონება, ხოლო ტაბატაძემ იყიდა ბინა ინგოროყვაზე, მანვე დეკლარაციაში რომელიც ცოლზე გააფორმა სოფელ ნავდარაანთკარში 2500 დოლარად იყიდა 1100 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რაც ჩემის აზრით შეუძლებელია იმიტომ რომ 1 კვადრატული მიწის ნაკვეთი გამოდის ორი დოლარი და ოცდაშვიდი ცენტი. ამ მშიერ ქვეყანაში სუს-ის უფროსი და მისი მოადგილეები ბოლო ორი წლის განმავლობაში უძრავ ქონებაში ხარჯავენ მილიონ ოცდაათიათას ლარს,"-აცხადებს ”პრესა.ჯი”-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები