19 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
რუსული პროპაგანდის ნაწილი, ანტიამერიკული განცხადება - სერგო რატიანი პრეზიდენტის სკანდალურ გზავნილს აფასებს

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის არა უბრალოდ პრორუსული განცხადება, არამედ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი,“ - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა პრეზიდენტის ის გზავნილი, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ანტიამერიკული მოსაზრება დააფიქსირა. სერგო რატიანის განცხადებით, სწორედ ის არის რუსეთის გზავნილი, რომ ალიანსთან ურთიერთობის შემდეგ საქართველო უფრო დაუცველი იქნება.

„ეს არის ანტიამერიკული განცხადება. ეს არის რუსეთს გზავნილი წლების განმავლობაში, რომ ალიანსთან ურთიერთობის შედეგად ჩვენ ვიქნებით არა უფრო დაცულები, არამედ - უფრო დაუცველები. ამერიკული ჯარების ყოფნა კავკასიაში არის დაუცველობა და არა დაცულობა, სწორედ ეს გზავნილი აქვთ რუსებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში სალომე ზურაბიშვილი ამჯერად "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამო მოექცა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები