საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის წინააღმდეგია - ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
დასმული შეკითხვის საპასუხოდ პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქმედებები, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციად იყოს აღქმული, თავიდან ავირიდოთ.
„არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული. ამასთან არ მგონია აშშ აქ სამხედრო ბაზის განთავსებისთვის მზად იყოს. ყურადღებას მიიქცევს, არამხოლოდ რუსეთისგან არამედ ტერორისტული მოძრაობებისგან, რომლებიც ჩვენს რეგიონში საკმაოდ აქტიურები არიან,“-განაცხადა პრეზიდენტმა.