19 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ცირკია, როდესაც მოქალაქე არჩევნებზე ხედავს, რომ მისი მეზობელი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი მთავრობას უდგას გვერდში - ბოკერია გახარიას 

ცირკი არის, როდესაც მე გეკითხებით, რა გზავნილია მოქალაქის მიმართ, რომ არჩევნებზე ხედავს, რომ მისი მეზობელი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი მთავრობას უდგას გვერდში - ამ განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს მიმართა.

ბოკერიამ გახარიას იმ განცხადებას უპასუხა, სადაც მინისტრმა ოპოზიციის წევრები ცირკის მოწყობაში დაადანაშაულა. გიორგი გახარია დეპუტატების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მათ შს მინისტრი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე არმისვლის გამო გააკრიტიკეს.

გიგა ბოკერიამ შს მინისტრს პოლიტიკური „ცირკის“ მნიშვნელობა განუმარტა და ამის სხვადასხვა მაგალითები დაუსახელა. 

„ბატონო გიორგი, 90%-ს პასუხი კითხვებს არ გაეცით და ახლაც არ მისმენთ სამწუხაროდ. ბატონო გიორგი, ცირკი ის კი არ არის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შეახსენებენ იმ შემთხვევებს, როცა პოლიციელებს მათ შორის და სხვებს, ადამიანებმა ვინც აფილირებული იყო მმართველ გუნდთან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და არ დაისაჯნენ. ცირკი არის, როდესაც ამაზე პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრი არ იძლევა, რომ ეს ცუდია ძალიან. ცირკი ის კი არ არის, რომ ოპოზიციის რაღაც აზრები თქვენ არ მოგწონთ, ეს ნორმალურია და პირიქით. ცირკი არის, როდესაც მე გეკითხებით, რა გზავნილია მოქალაქის მიმართ, რომ არჩევნებზე ხედავს, რომ მისი მეზობელი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანი მთავრობას უდგას გვერდში, რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობის, პოლიციისადმი ნდობის, კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის, როდესაც თქვენ არ მეუბნებით, რომ ეს არის ძალიან ცუდი,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დაინტერესდა, თუკი პანკისის ხეობაში, მოსახლეობასთან დათმობაზე წასვლა შესაძლებელი იყო, რატომ არ მოხდა ეს ხეობაში მომხდარ დაპირისპირებამდე.

„ძალიან ცუდი ხარისხის ცირკია და ძალიან საზიანო და მავნებლური ქვეყნის ინტერესების არის, რომ თუ შესაძლებელი იყო ის დათმობა, რა დათმობაზეც წახვედით პანკისის შემთხვევაში, ამაზე გეფიქრათ მანამდე სანამ დაგჭირდებოდათ საპოლიციო ოპერაციის ჩატარება. თუ ეს შესაძლებელი იყო, არ ჯობდა რომ წინასწარ დაგეთმოთ? წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ვინც მანქანებს დაწვავს პოლიციის და ქვებს ესვრის, ის დაცულია და ვინც კანონმორჩილია და მშვიდობიანი ის არა? რ გზავნილია ეს?“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

ამავე თემაზე
დღის ამბები