19 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ - ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა რუსეთი, 2008 წლის კონფლიქტის მხარედ აღიარა 

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მორიგი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ - დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივი დატვირთვაც აქვს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას ეხება. 

ხაზგასმულია რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს.

საუბარია ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე და მკაფიოდ დაფიქსირებულია, რომ არსებული კონფლიქტი არის ევროპის საბჭოს ორ წევრ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს შორის.

მიღებულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

„დაგმობილია ის დაუსჯელობა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენი მოქალაქეების მკვლელობასთან. ნახსენებია ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული და ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებები და რაც ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაცია ამ დოკუმენტით, ამ გადაწყვეტილებით არის აღიარებული როგორც კონფლიქტის მხარე,“- განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები