19 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი და თამაშგარე დარჩენილი საქართველო - ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი საქართველო - ეკონომიკის მინისტრი პირველ განმარტებას აკეთებს.

საქმე ეხება ანკარაში გაფორმებულ მემორანდუმს. ხელმოწერის ღონისძიებაზე საქართველოდან წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. თურქეთის, რუსეთისა დ აზერბაიჯანი ტრანსპორტის მინისტრებმა კი ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ამ შეხვედრას ოფიციალური თბილისიდან არავინ ესწრებოდა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, საქართველო ამ პროექტში თამაშგარე მდგომარეობაში  ვერ აღმოჩნდება, რადგან მისი თქმით, სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტვირთებმა უნდა გაიაროს.

„ჩვენ ვერ აღმოვჩნდებით თამაშგარე მდგომარეობაში ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტთან დაკავშირებით ძალიან მარტივი მიზეზით, იმიტომ, რომ ეს არის  პროექტი, რომელიც დამტკიცებულია სამი სახელმწიფოს ხელმოწერით... როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ტვირთებზეა საუბარი ჩვენ ვახვედრებთ მას ინფრასტრუქტურას, სწორედ ამ პროექტის 70 პროცენტზე მეტი სამუშაოები არის შესრულებული,“ - განაცხადა თურნავამ.

ანკარაში გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიას რუსეთი სატრანზიტო დერეფნად გამოიყენებს. პრემიერი მამუკა ბახტაძე კი ამტკიცებს, რომ ეს სულ სხვა შეხვედრა იყო და საქართველო იქ არ უნდა ყოფილიყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები