19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
რუსეთის შეჭრა საქართველოში და ტერიტორიების ოკუპაცია - აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიში სენატს

რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია - შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შენაჰანის მიერ სენატისადმი წარდგენილ მოხსენებაში ამ თემებზეა საუბარი.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში მომზადებულ ანგარიშში, ვრცლად არის საუბარი რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტებსა და სუვერენული, დემოკრატიული პროცესების ხელშეშლის მცდელობებზე.

“2008 წელს საქართველოში შეჭრითა და მისი ტერიტორიების 20%-ის მიმდინარე ოკუპაციით, ასევე 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის აშკარა უგულებელყოფას ახდენს,” - წერია დოკუმენტში.

პატრიკ შენაჰანისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურის მიერ წარდგენილი მოხსენების მიხედვით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია სამხედრო შესაძლებლობების, ასევე ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება.

დღის ამბები