19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
უვადო მოსამართლეების დანიშვნის წესი - ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. ბესელია ქვეყნის მთავარი კანონიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მუხლის შეცვლას მოითხოვს და აცხადებს, რომ მოსამართლეები გარკვეული ვადით უნდა დაინიშნონ.

მისი თქმით, ამავე დროს ცვლილება უნდა შეეხოს იმ მოსამართლეებსაც, ვინც იუსტიციის საბჭომ უკვე უვადოდ გაამწესა.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით. ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, თუმცა არის გარკვეული ჯგუფი დეპუტატების, გვჭირდება 200 000 ათასი ხელმოწერა.  ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ 200 000 ჩვენი თანამოქალაქის ხელმოწერას,“-აცხადებს ეკა ბესელია.

ბესელიას თანაგუნდელი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს პლებისციტი. მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეების უვადო გამწესებას.

ლევან გოგიჩაიშვილი-ის სურათის შედეგი„ზოგადად დემოკრატიის პრინციპი არ არის უვადობა, იმიტომ რომ დემოკრატიაში ყველაფერი იცვლება და ყველა უნდა შეიცვალოს, ეს არის დემოკრატიის პრინციპი, ამიტომ ეს ინიციატივაც არის ერთ-ერთი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ,“-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

აღნიშნულ ინიციატივას ხელს აწერს ათი დეპუტატი, ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების გარდა ხელმომწერია ნატო ჩხეიძე და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვატო შაქარაშვილი. 

დღის ამბები