19 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
„ქართული ოცნების“ აქტივისტების თავდასხმა ენმ-ზე - ხატია დეკანოიძე გვარებს ასახელებს

„ქართული ოცნების“ აქტივისტების თავდასხმა  „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ხმაური და დაპირისპირება იყო.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების კამპანიის კარდაკარ ჩაშლა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სცადეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათთან სამი აქტივისტი მივიდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კონკრეტულ გვარებს ასახელებს, რომლებიც პროვოკაციის გეგმას ხელმძღვანელობენ.

ოპოზიციის განცხადებით, აქტივისტების მოქმედებას ადგილზე მერიის წარმომადგენელი აკონტროლებდა, რაც მათი შეფასებით, მიზანმიმართულ პროვოკაციაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

„ეს ადამიანები ყველაფერზე მხად იყვნენ, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ჩემი მეგობრები და ჩვენი გუნდი. ყველა მათგანს აქვს ძალიან მძიმე წარსული, ნასამართლეობა და წარმოადგნენ სუს-ის მიერ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლებსაც აკოორდინირებს მთლიანად სუს-ი, ირკალი შელია, ზაზა შელია, ვალერი ტიბუა, საბა ფირცხალავა, რობერტ ბენდელიანი. ამ ყველაფერს იქვე ადგილზე აკვირდებოდა და კოორდინაციას უწევდა ბატონი ვახანია, რომელიც არის მერიის თანამშრომელი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები