19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება - შს მინისტრმა ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს თავიანთ სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი გიორგი გახარიამ და თამარ ჟვანიამ მოაწერეს. მემორანდუმით საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა.

 

დღის ამბები