19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
აღმოსავლეთ პარტნიორობის იუბილე საქართველოსთვის სკანდალურად იწყება-დონალდ ტუსკი ბახტაძეს არ შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის იუბილე საქართველოსთვის სკანდალურად იწყება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს  პრემიერ-მინისტრს არ შეხვდა. დონალდ ტუსკმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის წარმომადგენლიდან მხოლოდ სამთან - უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან გამართა პირისპირ შეხვედრა. საქართველოს, სომხეთის და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პირისპირ სასაუბროდ ტუსკმა ვერ მოიცალა.

რატომ არ შეხვდა ტუსკი ქართული დელეგაციას, ამაზე კომენტარი ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. შეხვედრის მონაწილე უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა კი მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე ვრჩები პოლიტიკაში და ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის დასახმარებლად, რომ ქვეყანამ განაგრძოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს იყო ჩემი მთავარი ამოცანა და იმედი მაქვს ეს მიმართულება გაგრძელდება. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტუსკს, ანტონიო ტაიანის და ჟან კლოდ იუნკერს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ურყევი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. დღეს და ხვალ იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შეხვედრა და როგორც იცით უკრაინა ამ პროგრამის ლიდერია. ჩვენი მიზანია არ შენელდეს სწრაფვა ევროკავშირისკენ და ოპოტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდება,“-განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ამ წუთებში კი აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის დელეგაცია იმყოფება არაფორმალურ სადილზე, რომელსაც ევროპულ საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მართავს. 

დღის ამბები