19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
სკანდალური ჩანაწერი - ოპოზიციის თქმით, დაშინების დავალება ბიძინა ივანიშვილისგან მოდის

ოპოზიციის წევრები იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურნენ, რომელიც „კურიერს“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს "ზევიდან“.  

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ეს ჩანაწერი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ რა ბინძური მეთოდების გამოყენების ცდილობს „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვებას.

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი

„დავალება პირადად ბიძინა ივანიშვილისგან არის მოსყიდვა, არის დაშინება და ყველა ბინძურ მეთოდზე წასვლა იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ამ შუალედურ არჩევნებში, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც მან ზუსტად იცის, რომ მისი დამარცხება იქნება წინაპირობა მისი შემდგომი დამარცხების საპარლამენტო ეროვნულ არჩევნებში, თუმცა არც დაშინება, არც მოსყიდვა, არც ერთი ბინძური მეთოდის გამოყენება, მინდა, ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, მას არ უშველის,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რა მეთოდებს გამოიყენებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, ის არჩევნებში მაინც დამარცხდება.

დაკავშირებული სურათი

„ჩვენ გვახსოვს ამომრჩევლის მასიური მოსყიდვის შედეგები, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაშინების და დატერორების შემთხვევები, შემთხვევები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების. ამიტომ, ის ყველაფერი, ის უმძიმესი ფაქტები, რომელიც ამ ჩანაწერშია, ჩვენ უკვე ვიხილეთ პრაქტიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე. ამიტომ, ეს არის პირდაპირი მოწოდება დანაშაულისკენ, ამ მოწოდებით აუცილებელია, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები და დღესვე აღიძრას შესაბამისი საქმე და დაიწყოს გამოძიება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები