19 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა, რომელმაც საქართველოს, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის კონტიგენტის გაზრდაზეც ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართა. პრეზიდენტის განმარტებით, ვიზიტის მიზანი სწორედ ემიგრანტების პრობლემების წარმოჩენასა და ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

დღის ამბები