19 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ონლაინ გამოცემა PRESA.GE-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია

ონლაინ გამოცემა PRESA.GE-ის მთავარი რედაქტორი, გიორგი კაპანაძე დაკავებულია. „კურიერის" ინფორმაციით, ის ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

ის ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაყავთ. ის რუხის გზაზე დააკავეს, სადაც იღებდა შსს-ს ატონობილს, სადაც იყო სპეციალური ეკიპირება.

აიტივის ჟურნალისტი, სუზი მიკირტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

„დავინახე, რომ დაბურულ მინაშიც კარგად ჩანდა დუბინკები და აქციის დასაშლელი მოწყობილობები. ამაზე გადმოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი და უბრალოდ სიმშვიდისთვის, კანონი რომ არავინ დაარღვიოს იმისთის გვაქვს ეს მოწყობილობები. უცებ დავინახე ორი მანქანა მოვიდა, სავარაუდოდ, სუს-ის იყო, არ ვიცი, გიორგის ალყა შემოარტყეს, ხელები გადაუგრიხეს, მართლა ხმა არ ამოუღია გიორგის, არავინ პასუხი არ გაგვცა, ეგრევე მანქანაში ჩასვეს და წამოიყვანეს,“ - განაცხადა მიკირტიჩიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

დღის ამბები