19 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა, სიის უკანონოდ გამოყენება - ომბუდსმენის განცხადებით, კანონდარღვევებს პოლიტიკური თანამდებობის პირები ახალისებენ 

ამომრჩევლის პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება, მოსყიდვა და ამომრჩევლის სიის უკანონოდ გამოყენება - სახალხო დამცველი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, ბოლო წლებში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე თვალსაჩინოა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების შესახებ ყველამ იცის და რიგ შემთხვევაში მტკიცებულებებიც არსებობს, არასდროს არავინ დასჯილა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის დარღვევას ხშირ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ.

"უკვე მერამდენე არჩევნები არის საუბარი იმაზე, რომ ხდება ამომრჩევლის მოსყიდვა, რიგდება ფული, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველამ იცის ამ ფაქტის შესახებ, თითქოს გარკვეული მტკიცებულებაც არსებობს,სამწუხაროდ წლების განმავლობაში და ვერც ახლა ვერ დავინახეთ, რომ კონკრეტული რეაგირება ყოფილიყო ამ ფაქტების გარშემო, დასჯილიყვნენ კონკრეტული პირები.

მეორე ეს არის ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლი, რაც ხდება სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ეს ხდება კოორდინატების მიერ ამომრჩევლის გამოცხადების კონტროლით, ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ხდებოდა პერსონალური მონაცემების სხვაგვარად შეგროვებაც, ეს წარმოადგენს ცალსახად დარღვევას და ამომრჩევლის სიის არამიზნობრივად და უკანონოდ გამოყენებას და ვერანაირად ვერ მივესალმები, რომ მათ შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ახალისებენ ამ პრაქტიკას. მე ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად დარღვევა კანონის მოთხოვნების,"-აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები