19 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
გადაწყვეტილებას პარტნიორები მიიღებენ - "რუსთავი2"-ის იურისტი, კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნებს პასუხობს 

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის მოთხოვნებს სამაუწყებლო კომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი პასუხობს.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა დღეს თქვა, რომ თუ მოხდება არბიტრაჟზე შეთანხმება, მაშინ სასამართლოდან სარჩელს უკან გაიწვევენ.

თამთა მურადაშვილის განცხადებით, დავის ალტერნატიული გზებით გადაწყვეტის შესახებ პარტნიორებმა უნდა იმსჯელონ, რის გამოც პარტნიორთა კრებაზე გაიმართება.

„საერთაშორისო აუდიტთან დაკავშირებით მას ჰქონდა წერილობით აღნიშნული, როდესაც მოიწვია მან პარტნიორთა კრება, ანუ ეს საკითხი არის დღის წესრიგში. არბიტრაჟზე კონკრეტულად საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, აღნიშნული იყო, რომ კონკრეტული საკითხების განხილვამ შესაძლოა მოახერხოს ის, რომ გადაწყდეს ეს დავა სასამართლოს გარეშე. ანუ საუბარი იყო დავის ალტერნატიული გზებით გადაწყვეტის შესაძლებლობებზე. ამ საკითხებზე ჩვენ დასტურს ვერ მივცემთ კომპანიის იურისტები, ვინაიდან ეს არის პარტნიორების გადასაწყვეტი საკითხი. სწორედ იმიტომ არის მოწვეული კრება, რომ უშუალოდ პარტნიორებმა იმსჯელონ ამის თაობაზე, ყველა საკითხზე ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები