პარლამენტის თავმჯდომარე ჭიათურელ მაღაროელებთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ კომპანიასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევა.
გუშინდელი შეხვედრის მიუხედავად, სადაც მაღაროელებმა დამქირავებლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ არის. მისი თქმით, საქმეში მყისიერად ჩაერთვებიან, როგორც კი ჩათვლიან, რომ მაღაროელებსა და კომპანიას შორის შეთანხმების რესურსი აღარ არსებობს.
„გვქონდა შეხვედრა მაღაროელებთან, როცა ვიყავით ჭიათურაში გენერალურ მდივანთან და პოლიტიკურ მდივანთან ერთად. ჩვენ დავპირდით მაშინ თანადგომას მაღაროელებს ამ მოლაპარაკებებში,რომელიც წარმოებს კომპანიასთან. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, თუმცა გრძელდება მოლაპარაკებები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ განვაცხადეთ მაშინაც და ვადასტურებთ, რომ დამატებით ჩავერთვებით საქმეში და თუ საჭირო გახდა, ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები შედის ჩიხში, მყისიერად ჩავერთვებით. იმედი გვაქვს, ჯერ კიდევ რომ მოლაპარაკებები დასრულდება წარმატებით და მიაღწევენ კომპანია და მაღაროელები შეთანხმებას თუ ეს ვერ მოხერხდა ჩვენ აუცილებლად მყისიერად ჩავერთვებით საქმეში,“-ამბობს ირაკლი კობახიძე.