დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს.
დავით ზალკალიანის თქმით, ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები მშვიდ ვითარებაში უნდა გაგრძელდეს.
როგორც ზალკალიანი აცხადებს, არ უნდა შეიქმნას აღქმა, რომ გარეჯში არსებული სტატუსკვო იცვლება.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელია, შეწყდეს პროცესები, რადგანაც სანამ სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, აუცილებელია, რომ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს არავის, რომ იქ იმის აღქმაც არ უნდა არსებობდეს, რომ რაღაც სტატუის კვო იცვლება, კომისია, რა თქმა უნდა, ველით, რომ ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ, ადგილზე ნახონ სიტუაცია, ძალიან შრომატევადი საქმიანობა, არც ერთი, ორი და სამი რაუნდით, საბოლოო სიტუაცია ვერ მოგვარდება,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.