აჭარის მთავრობის მეთაურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა ისევ დაპირებად რჩება. ოპოზიციამ თორნიკე რიჟვაძეს ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენა და კონკრეტული შედეგები მოითხოვა.
ოპონენტები რიჟვაძეს დახმარებასაც სთავაზობენ და იმ პროექტებს ახსენებენ სადაც აშკარად იკვეთება კორუფციის სავარაუდო ნიშნები.
„თორნიკე რიჟვაძემ კონკრეტულად ისაუბრა და თქვა ფაქტებზე და მან განაცხადა, რომ არც ერთი კორუმპირებული პირი მას არ ეყოლებოდა თანამდებობაზე. თუმცა ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, არც ერთ თანამდებობის პირი არ არის დღეის მდგომარეობით გადაყენებული, არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის შესაბამის უწყებებში გადაცემული. ეჭვი გვაქვს იმის, რომ ამ კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში გახდა თორნიკე რიჟვაძე თანამონაწილე,“-აცხადებს ენმ-ს წევრი მიხეილ ბოლქვაძე.
ერთი თვის წინ რიჟვაზემ აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე კორუფციასთან ბრძოლის დაწყება დაანონსა.