19 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ" - "ოცნების" დეპუტატი ბათუმში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება

ბათუმის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებას, რომელსაც პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობთ სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავება საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია ნაკაშიძე აცხადებს, რომ ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაცია ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუნდობელია. 

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციის საწინააღმდეგოდ, ესე არის დღეს და იქნება მომავალში. მინდა გითხრათ,  რომ კორუფცია არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დამანგრეველი ძალა სახელმწიფოსი,“ -განაცხადა ილია ნაკაშიძემ. 

სპეცოპერაცია ბათუმში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. დაკავებულთა შორის არის ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. 

დღის ამბები