05 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ელოდება 

მოზარდების მკვლელობის საქმე - სააპელაციო სასამართლო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. სასამართლოში იმყოფებიან ზაზა სარალიძის ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები. 

მოზარდების მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს,რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკანონო იყო რადგან განსასჯელი  გ.ბ არ იქნა დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი.  პროკურატურას სხვა პრეტენზია არ აქვს. ბრალდების მხარე, რომელიც მოსარჩელეა ითხოვს, დადასტურეს ორივე მსჯავრდებულის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა.

საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისა და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 10 და 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.  გამამტყუნებელი განაჩენი პირველმა ინსტანციამ ერთ წლის წინ გამოაცხადა.

სარალიძისა და ბრალდებულთა ინტერესების დამცველების განცხადებით, სასამართლომ დღეს ერთგვარად სამართლიანობის ტესტი უნდა ჩააბაროს.

შეგახსენებთ,  ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი  ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. ამ დროისთვის პატიმრობაში მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები იმყოფებიან, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული კი არ არსებობს.

დღის ამბები