19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
სადამდე უნდა მიიყვანო ვითარება, რომ ელჩმა თავს უფლება მისცეს, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს - ბოკერია ავსტრიის ელჩის განცხადებას აფასებს

„აღსანიშნავი ამ ამბავში არის ის, რომ სადამდე უნდა მიიყვანო ვითარება, რომ ელჩმა თავს უფლება მისცეს, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ ავსტრიის ელჩის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

საქმე ეხება ავსტრიის ელჩის ხმაურიან ინტერვიუს, რომელიც მან „ფორბსის კვირას“ მისცა. ელჩის შეფასებით, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების დეფიციტია.

ბოკერიას თქმით, ავსტრიის ელჩის მიერ დასახელებული პრობლემები ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის შემადგენელი ნაწილია. დეპუტატის განცხადებით, ქვეყანა უფრო მძიმე შედეგებს ნახავს, თუ ხელისუფლება არჩევნების გზით არ შეიცვლება.

„სადამდე უნდა მიიყვანო ვითარება, რომ ელჩმა თავს უფლება მისცეს, რომ ასეთი განცხადება გააკეთოს, რაც არ არის დიპლომატიური სტანდარტებით ჩვეულებრივი ამბავი, ნამდვილად. ეს არის ამაში აღსანიშნავი, თუმცა, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისთვის ამაში უცხო არაფერია. ეს არის ძირი ერთ-ერთი იმ პრობლემის, რასაც ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა ჰქვია, რომელიც თუ არ გამოვცვალეთ და უნდა გამოვცვალოთ არჩევნების გზით აუცილებლად, ქვეყანა წინ ვერ წავა და გააგრძელებს ვარდნას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობისკენ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები