19 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
"გამორჩეული პროფესიონალი" - მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ თადუმაძე მართლმსაჯულებას გააჯანსაღებს 

“ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი და მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ქვეყნის მთავარი მოსამართლე გახდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის  სოზარ სუბარის თქმით, გენერალური პროკურორი თადუმაძე, მართლმსაჯულების სისტემას გააჯანსაღებს.

“შალვა თადუმაძე არის ძალიან გამოცდილი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდში, გენერალურ პროკურატურაში მუშაობის პერიოდში, არის გამოცდილი უფლებადამცველი და მისი ხილვა უზენაეს სასამართლოში იქნება ძალიან კარგი, მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის. ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი ამბობს, რომ უცნაური  გენერალური პროკურორის სურვილში, გახდეს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არაფერია.

„კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ეს მოთხოვნა იყო ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან. ალბათ შალვას აქვს ამის სურვილი და ალბათ მას ჯობს დაუსვათ შეკითხვა, თუმცა პრობლემას ვერ ვხედავ,“-აცხადებს კახა კალაძე.

თადუმაძის კონკურსში მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს და მის პროფესიონალიზმზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც.

„ეს არის არასერიოზული, ბუნებრივია თითოეულ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში. სწორედ ამიტომ გავხსენით ეს პროცესი და შალვა თადუმაძესაც, როგორც გამორჩეულ პროფესიონალს აქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ შერჩევაში,“-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაიწყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების გადარჩევის პროცესი. მათ 144-დან 20 კანდიდატი უნდა შეარჩიონ. 

დღის ამბები