ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპული საქართველოს ფრაქციის თავჯდომარემ, გიგი წერეთელმა, ბრატისლავაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ეუთოს სივრცეში მიმდინარე კონფლიქტების მოსაგვარებლად ორგანიზაციის წევრებს მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.
„საქართველო და უკრაინა ჩვენი ორგანიზაციის ეუთოს განუყოფელი ნაწილია მათი სატკივარი და წუხილი ჩვენი დისკუსიის მთავარი თემებია და მათი ნატოსთან გაერთიანების სწრაფვა, ეს სუვენერული უფლებაა, რასაც პატივისცემა და მხარდაჭერა სჭირდება. ჩემს საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში ხალხი განაგრძობს გატაცების, დაკავების და სიკვდილის შიშით ცხოვრებას საოკუპაციო ხაზთან ახლოს. დღეს მე მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ და გააძლიეროთ თქვენი ჩართულობა, გავლენა მშვიდობისა და ადამიანების ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად,“-განაცხადა წერეთელმა.