19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
კობახიძის თქმით, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება

ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ არჩევნებზე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, ოპონენტებს ორჯერ შესთავაზეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა უარი მიიღეს და ახლა ამ თემაზე ახალი დისკუსიის წამოწყების მცდელობა საფუძველსმოკლებულია.

„ორჯერ შევთავაზეთ 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება და ორჯერვე თქვეს უარი. ასეთ დროს, ბუნებრივია, ახალი პროცესის დაწყება არის აზრსმოკლებული. თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმაზე, რაც გავიარეთ ამ წლების განმავლობაში. მათ დახურეს თვითონ დისკუსია და ახალი მცდელობა დისკუსიის გახსნის არის საფუძველსმოკლებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ კი ნახევარმილიონამდე ხელმოწერა შეაგროვა. ინიციატივა, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პარლამენტში 15 ივნისამდე უნდა შევიდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები