19 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
300 ათასი ხელმოწერა შეგროვებულია - ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს

საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო ხელმოწერები შეგროვებულია. 300 ათასი მოქალაქის მხარდაჭერით ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართავს.  ამ ხელმოწერებით ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებას ითხოვს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდეს და არა 2024 -ში, როგორც ამას "ქართული ოცნება" გეგმავს.

მმართველი გუნდის ოპონენტები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მრგვალ მაგიდასთან და მმართველ პარტიას პროცედურების დაწყება მოსთხოვეს, მაგრამ "ქართული ოცნება" ხელმოწერებს და ოფიციალურ განაცხადს არ ელოდება. ირაკლი კობახიძემ ღიად განაცხადა, რომ ცვლილება არ იქნება.

პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს დღეს მისივე გუნდიდან წასულებმა შეახსენეს, რომ ძალაუფლება მარადიული არ არის და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას ყველა დროში ერთი და იგივე დასასრული აქვს.

ოპოზიცია ხელისუფლების წინასწარი განწყობის მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებისთვის პროცედურებს დაწყებას პარლამენტში მაინც გეგმავს.

დღის ამბები