19 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და ანაკლიის პორტი - აშშ-ის სამი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებას

შეერთებული შტატების სამი მთავარი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებას - სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო და ანაკლიის პორტი. ეს სამი მთავარი საკითხია, რომელთა განხორციელებასაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი პირდაპირ ითხოვს. სულ რამდენიმე წუთის წინ ვაშინგტონში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრა დაასრულა.

დაკავშირებული სურათი „საქართველოს ძალისხმევა მაძლევს დიდ რწმენას, ვილაპარაკო პრეზიდენტ ტრამპის და ამერიკის მთავრობის სახელით, როდესაც ვამბობს, რომ თქვენ გექნებათ ამერიკის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ უკვე გაზარდა 2%-ით თავდაცვის ხარჯები, საქართველო იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსული აგრესიის და მის მიერ ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე. მნიშვნელოვანია, ყველამ აღიაროს, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმაა, ვიდრე  უსაფრთხოების საკითხები.

"დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა, რისი ძალისხმევაც მიმდინარეობს. უზრუნველყოს, რომ მისი დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. დღეს გვქონდა შანსი, გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაზე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამთავრობო უწყებების მოქმედებები კანონთან შესაბამისობაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს და ეს პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს,“- განაცხადა პომპეომ.

პრემიერმინისტრმა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ საქართველო ფლობს პრაქტიკულ მექანიზმებს ნატოში ინტეგრაციისთვის, მამუკა ბახტაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

მამუკა ბახტაძე აშშ-ის სურათის შედეგი„საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის კოორდინაცია უსაფრთხოების საკითხებში ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. საქართველო ამერიკის ერთგული პარტნიორია გლობალურ არენაზე. ჩვენმა მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო და ჩვენი კავშირები უფრო გაღრმავდა. ერთობლივ ბრძოლაში ჩვენ ვდგავართ ამერიკისა და ნატოს მოკავშირეების გვერდით ავღანეთში. ჩვენ ერთგულები ვართ, გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველომ გააძლიერა თავსებადობა ნატოსთან და გაზარდა თავდაცვის ხარჯები, გვაქვს ყველა პრაქტიკული ბერკეტი, მოვემზადოთ ნატოში გაწევრიანებისთვის,“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერი თეთრ სახლში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრას გამართავს. ხვალ კი პრემიერი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება. ასევე საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღებას გამართავს.

დღის ამბები