19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - პარლამენტი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს 

სასამართლო რეფორმის ე.წ მე-4 ტალღის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის დაკომპლექტებას უზრუნველყოფს, კონსენსუსით მომზადდა.

საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ რეფორმის ეს ნაწილიც ე.წ. სასამართლოს კლანის ინტერესებზეა მორგებული.

Image result for რომან გოცირიძე„კლანის არსებობა არათუ არ მოშლილა, არამედ ძლიერდება და ეს კლანები ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მომძლავრებას. ეს სისტემა არის დასაშლელი, კანონები არის თავიდან ასაწყობი. ამნაირად, ამ ნაბიჯებით, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება შეუძლებელია,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. "ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებების გატარებას გეგმავს. 

Image result for ოთარ კახიძე„არსობრივად სისტემა არ იცვლება, ჩვენ გვაქვს კოსმეტიკური ცვლილებები, რომელიც რეალურად ვერ გამოასწორებს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემაში. ამას სჭირდება ძირეული რეფორმა, ძირეული ცვლილებები, იუსტიციის საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის დაშლა, სასამართლოსთვის რეალური დამოუკიდებლობის მინიჭება და გათავისუფლება ივანიშვილის და ზოგადად პოლიტიკური გავლენისგან,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრულად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელიაც. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წამოსული დეპუტატი ამბობს, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდო დანიშვნა და  მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო სისტემაში.

ბესელიას თქმით, სხვა შემთხვევაში საზოგადოება ვერ მიაღწევს სამართლიან სასამართლოს - რისთვისაც იბრძვის უკვე ბევრი წელია.

სასამართლო რეფორმის ე.წ მე-4 ტალღის შესახებ კანონპროექტის განხილვა,  ახლა უკვე კომიტეტებში დაიწყება.

დღის ამბები