„ეფექტური იქნება დიალოგის წარმოება ძმური ქრისტიანული სიყვარულით,”-განაცხადა საკუთარ გამოსვლაში საქართველოში მყოფმა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა.
გავრილოვმა ქრისტესმიერ სიყვარულზე თბილისში მიმდინარე მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, არაეფექტურია ძალის პოზიციიდან საუბარი და ულტიმატუმის წამოყენება ან სანქციების დაწესება. გავრილოვი ფიქრობს, რომ რთულია ადამიანმა ქრისტიანულად იცხოვროს, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი კონფლიქტის დროს მიყენებული „ჭრილობების მოშუშება“ და მართლმადიდებლური სამყაროს შენება.
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ეფუძნება ჩვენი ხალხის საერთო სულიერ, კულტურულ, და ისტორიულ მემკვიდრეობას. ჩვენი შეხვედრა ჩვეულებრივ გარემოში არ იმართება. სამხედრო კონფლიქტების, ეკოლოგიური და ტერორისტული საფრთხეები რეალური გახდა ისევე, როგორც რეალურია ჩვენს მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილების შეტანის საფრთხე. ასეთ პირობებში ეფექტური იქნება დიალოგის წარმოება ძმური ქრისტიანული სიყვარულით.
არაეფექტურია ძალის პოზიციიდან საუბარი, ულტიმატუმების წამოყენება და სანქციების დაწესება... ვიცით რა რთულია ნებისმიერი ადამიანისთვის იცხოვროს ისე როგორც ნამდვილმა ქრისტიანმა. მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სხვადასხვა კონფლიქტის დროს მიყენებული ჭრილობების მოშუშებას და ძლიერი, ერთიანი მართლმადიდებლური სამყაროს შენებას,”-განაცხადა გავრილოვმა.