19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
„პარლამენტის თავმჯდომარე ივანიშვილის ნებართვის გარეშე ამას არ გააკეთებდა“ - კრიგო გავრილოვის ვიზიტზე

უცხოელი ანალიტიკოსი პოლ კრიგო საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს ეხმაურება. კრიგო ამბობს, რომ მისთვის ქართველი ხალხის აღშფოთება და პროტესტი აბსოლუტურად გასაგებია. მისი განცხადებით, სპიკერის სავარძელში ნებისმიერი რუსის ხილვა ასეთივე მწვავე  რეაქციას გამოიწვევდა.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გავრილოვის მოწვევა ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა.

 „ცხადია, ვიღაცამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მათ შორის პარლამენტის სპიკერმაც. თუმცა, ის ამას არ გააკეთებდა, ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, რომელიც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელია. იმ სავარძელში ნებისმიერი რუსის ყოფნა პრობლემური იქნებოდა. განსაკუთრებით კი, ნაციონალისტური გეგმის მქონე კომუნისტური პარტიის წევრის. ეს ძალიან არასწორი სიმბოლოა და იმედია, ივანიშვილმა იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მე არ ვიცი და არ მესმის, ეს როგორ უნდა გააკეთო,”- განაცხადა კრიგომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები