19 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა - მარგველაშვილი პარლამენტთან მივიდა 

სისხლიანი ღამის შემდეგ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტთან იმყოფება. ის პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მომხდარი რუსების მიერ წინასწარ დადგმული პროვოკაციაა.

გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ძალადობას გაემიჯნოს. მან სიმბოლურად 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა განცხადება და პოლიციას მიმართა, ახალგაზრდებზე ხელი აღარასდროს აწიოს.

„რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. არასდროს რუსული დროშა არ იფრიალებს ამ პარლამენტის შენობაზე. მე მინდა, ასევე მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს, გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების, ქართველი პატრიოტების ქუჩაში დევნას და ქუჩაში მათ მიმართ სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები