სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია გასცდა კონსტიტუციის ჩარჩოებს და სამართალდამცველები იძულებულები გახდნენ, მკაცრი ზომები გამოეყენებინათ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების ჯგუფებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის შენობასთან დაშავებულებს მოინახულებს.
მისი განცხადებით, აუცილებელია თითოეული შემთხვვეის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში რეაგირება.
„ხალხი საკუთრი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული, შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა. ზოგიერთი კი იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს. ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა, პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე, ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა საქართველოს შვილია, ყველა ძვირფასია. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს, კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო. უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით ეს ტრაგედია შეეხო. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც ბოლო შესაძლებლობამდე იცოდნენ მოქალქეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება, სამწუხაროდ პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციების უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა მკაცრი ზომებისთვის მიემართათ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.