19 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
სამართალდამცველთა თავდასხმის გამო 240 მოქალაქე კლინიკაში მოხვდა, ორმა თვალი დაკარგა - დაშავებული ბევრად მეტია 

სისხლიანი 20 ივნისი ისტორიაში შევა, როგორც მოსახლეობის უპრეცედენტო პროტესტი, რომლსაც ხელისუფლებამ სისასტიკე და გადამეტებული ძალა დაუპირისპირა.

240 დაშავებული კლინიკებშია გადაყვანილი. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შედარებით მსუბუქად გადაურჩნენ ძალოვანების სისასტიკეს.

საქართველოს ხელისუფლების ოკუპანტ რუსეთთან თანამშრომლების გასაპროტესტებლად, 18 წლის გოგონა აქციაზე პირველად გავიდა, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა. ექიმებმა დახმარება ვერ შეძლოს, პირველი კურსის სტუდენტმა თვალი დაკარგა.

ტყვია თვალში სპეცრაზმმა ათამდე ადამიანს ესროლა, თავში აქციის ასამდე მონაწილეს მოხვდა. მთელი ღამე საოპერაციოში ექიმები ამ ადამიანების მათ გადარჩენას ცდილობდნენ. თვალი ვერ შეუნარჩუნეს რუსთავი 2-ის თანამშრომელს, გიორგი სულაშვილს დამიზნებით ესროლეს.

აქციაზე იყო 25 წლის მსახიობი დიმიტრი ნაყოფია. აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა აქციაზე ოკუპაციის წინააღდეგ ბრძოლისთვის მივიდა. ტყვია მარცხენა თვალის არეში მოხვდა, რის გამოც მას სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმებმა გადარჩენა შეძლეს.

კრიტიკულია ალადაშვილის კლინიკაში აქციის ერთ-ერთი მონაწილის მდგომარეობა. მას უკვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში, თუმცა, მისი ვინაობა უცნობია.

როგორც ირკვევა, პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის წინააღმდეგ მხოლოდ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია. „ნიუ ჰოსპიტალის“ რადიოლოგი, სოფო ჭედია ერთ-ერთი პაციენტის ტომოგრაფიის ფოტოს ავრცელებს და ამბობს, რომ ტყვია, რომელიც დაშავებულს თავში მოხვდა, არა რეზინის, არამედ მეტალის შემცველობისაა.

ახლახან დასრულდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის რამდენიმესაათიანი ოპერაცია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“. ჟურნალისტი დედაქალაქში მთავარ გამზირზე პირდაპირი ეთერის დროს დაშავდა .ის მხრისა და თავის არეში დაიჭრა. ასევე დაშავდნენ კურიერის ოპერატორებიც.

 

ავტორი: მარიამ კოპალეიშვილი

დღის ამბები