19 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"მელიას არ უსვრია ამ ბავშვებისთვის დათვის ტყვიები, ამაზე პასუხისმგებელია გახარია და ის აუცილებლად გადადგება" - ნონო გოგუაძე

პროტესტის მეშვიდე დღე - პარლამენტის წინ აქცია განახლდა. მოთხოვნები კვლავ უცვლელია. მათ შორის მთავარ მოთხოვნად რჩება გიორგი გახარიას გადადგომა.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. ისინი ეხმაურებიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანომ მიიღო და ნიკა მელიას 91 ხმით სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ დღეს პარლამენტმა მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება.

„ამ მიტინგს ჰქვია სირცხვილია. დღევანდელ პარლამენტს ერქვა სამარცხვინო პარლამენტი. ეს იყო პარლამენტი სადაც არც ერთ ადამიანს არ გააჩნია ღირსების ელემენტარული გრძნობა. სამართლიანობის ელემენტარული გრძნობა, არ გააჩნია თავმოყვარეობა, არ გააჩნია თვით გადარჩენის ინსტიტუტიც კი. იმიტომ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ამ პარლამენტს, ისედაც როგორც ინსტიტუტი არ არსებობს,  შეუსუსტეს კიდევ იმუნიტეტი.

ეს იმუნიტეტის მოხსნა იყო მისი წინასწარ პატიმრობაში აყვანის გამო და ამაზე თანხმობა მისცა ამ სამარცხვინო პარლამენტმა. საბჭოთა კავშირის პარლამენტმა. მათ ჰგონიათ, რომ ძალა ბიძინაშია, რომელიც ფლობს პარლამენტს, რომელიც ფლობს პროკურატურას, რომელიც ფლობს სასამართლოს. მაგრამ ძალა არის თითოეულ ამ ადამიანში. ბიძინას ძალიან კარგად ვიცით რაც უნდა. უნდა ამ პროცესების რადიკალიზაცია,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება გიორგი გახარიას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს და ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხელს ვერ შეაწმინდავს.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ მელიას არ უსვრია ამ ბავშვებისთვის, არ უსვრია დათვის ტყვიები, ბავშვებისთვის არ უდევნია, თამარ ბაღაშვილსთვის არ გაუხვრეტია ხელი და დღეს ვნახეთ რა მდგომარეობაში აგრძელებს ის საქმიანობას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამაზე ოფიციალურად პასუხისმგებელი გახარია და ის აუცილებლად გადადგება და ვერანაირი გადაბრალება სხვა ოპოზიციურ ლიდერებზე ვერ უშველის,“-განაცხდა ნინო გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები