19 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
ნიკა მელიას დაკავებამდე სავარაუდოდ, რამდენიმე საათი რჩება - პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა დღეს სასამართლოსგან მოითხოვს. გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მოსამართლე ბრალდების მხარის არგუმენტებს გაითვალისწინებს და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დღესვე დააპატიმრებენ. ნიკა მელიას ადვოკატი ბრალდების აბსურდულობაზე საუბრობს და პროცესზე არასაპატიმრო, ან ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. სადეპუტატო იმუნიტეტი პარლამენტმა მელიას გუშინ შეუჩერა - გადაწყვეტილებას 91 მომხრე ჰყავდა.

"ყველა, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა მის სურვილთან, რბილად რომ ვთქვათ, არ ინანებს საკუთარ სინდისთან, როგორც მინიმუმ. ძალიან ბევრს ჰქონდა იმის სურვილი, რომ მწვანე ღილაკისთვის ხელი არ დაეჭირა, ძალიან ბევრს, მაგრამ ვერ შეძლეს,"-აცხადებს ნიკა მელია.

მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი კიდევ ერთხელ საუბრობს ბრალდების აბსურდულობაზე და ხაზგასმით ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი მართლმსაჯულებას არ გაურბის.

"ბრალდება იმდენად სამართლებრივად აბსურდულია, არავითარი მასობრივი არეულობა, გადატრიალება, ჯგუფური ორგანიზება ძალადობის, ნიკანორ მელიას მხრიდან არ ყოფილა. ამაზე მეტყველებს ის მტკიცებულებებიც, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ჩვენ რა თქმა უნდა ვიშუამდგომლებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩეს, თუმცაღა ალტერნატივის სახით ალბათ, დავაყენებთ ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას. ეს კიდევ იმის მეტყველად, რომ ნიკანორ მელია არ გაურბის მართლმსაჯულებას,"-აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

დღის ამბები