„რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი“ - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილმა განაცხადა. ელენ კარენ დ"ანკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთი არავის, მათ შორის არც საქართველოს მტერი არ არის.
განცხადება ელენ საქართველოს პრეზიდენტის ბიძაშვილმა ტელეკომპანია „რასიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტელეარხმა ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივანთან ინტერვიუ მის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერა, რა დროსაც წამყვანმა მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე შეკითხვა დაუსვა.
„თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ თქვენ ერთი შეხედულება გაქვთ, სხვას კი - სხვა. მე საკმარისად კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე,“ - განაცხადა ელენ კარენ დ"ანკოსმა.