19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
პროპორციული სისტემა 0%-ანი ბარიერით - "ქართული ოცნება" პროექტის ინიცირების პროცესს ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე იწყებს 

პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით - "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტის ინიცირების პროცესს დღეიდან იწყებს. სიახლის პრეზენტაციას უმრავლესობა რამდენიმე საათში, ოპოზიციასთან კონსულტაციების გარეშე ჩაატარებს.

დღესვე დაგეგმილია ბიუროს სხდომა, სადაც ინიციატივასთან დაკავშირებული დეპუტატთა ხელმოწერები მათი ნამდვილობის შემოწმების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ამის შემდეგ კი, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხი დადგება და საჯარო განხილვების პროცესი დაიწყება.

"ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება,რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლებას მიუღია. რამდენადაც ეს ზრდის შესაძლებლობას, რომ უფრო კონკურენტუნარიანი იყოს ქართული პოლიტიკა. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ მოსწონთ ბლოკები, ამავდროულად ხელს აწერენ საკუთარი სისუსტის შესახებ განაცხადს. იმიტომ, რომ პარტია, რომელიც ვერ შეძლებს დამოუკიდებლად მოიპოვოს 15 ათასი ხმა, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გამოინახოს ამ პარტიისთვის ადგილი საკანონმდებლო ორგანოში. 

უახლოეს პერიოდში სახალხო განხილვები ერთ თვის განმავლობაში გაიმართება და ამის შემდეგ უკვე კანონპროექტი დაბრუნდება პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისთვის,"-აცხადებს ზაზა გაბუნია. 

დღის ამბები