პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი „შენების მოძრაობის“ ლიდერს აკრიტიკებს.
დავით უსუფაშვილმა დიღმელაშვილის კრიტიკა დღეს გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. საუბარია უსუფაშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე, რომელიც მან „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისვლისას გააკეთა: „პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ.“
შოთა დიღმელაშვილმა სწორედ ამ განცხადების გამო გააკრიტიკა დავით უსუფაშვილი.
„ჯერ გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო. უსუფაშვილი, ს ვეშჩამი,“ - ამბობს დიღმელაშვილი.
"ქართული ოცნება" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და მას პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი დაესწრო.