19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები ოკუპაციას არ ეგუებიან, კრემლს პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა - პოლიტიკოსები კარასინის მუქარას პასუხობენ

კარასინის მუქარა  და ქართველი პოლიტიკოსების პასუხი - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კარასინი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ მოთხოვნებს უყენებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტი და პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავება იყო გზავნილი, რომ საქართველო ოკუპაციას უნდა შეეგუოს.

სამადაშვილის აზრით, ეს ნაბიჯი კრემლმა სწორედ იმიტომ გადადგა, რომ წითელი ხაზები საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის აღარ არსებობდა. სამადაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობა ამასთან შეგუებას არ აპირებს და ეს რუსეთის მხრიდან მორიგი მუქარის მიზეზი გახდა.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„წითელი ხაზები, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთის ხელისუფლებას შორის აღარ არსებობდა, სწორედ გავრილოვის ვიზიტი საქართველოში და მის მიერ საქართველოს პარლამენტის  სპიკერის სკამის დაკავება იყო ძალიან ნათელი გზავნილი იმის, რომ საქართველო შეეგუა მისი ტერიტორიების ოკუპაციას.

დღეს რუსეთი აცხადებს, რომ თუ ეს მოცემულობა არ არის მისაღები საქართველოსთვის, მაშინ შეუძლებელი იქნება ეკონომიკური თუ სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ანუ კარასინმა, ფაქტობრივად, განაცხადა, რა არის პოლიტიკური მოთხოვნა რუსეთის ხელისუფლების იმ ფასის, რომელიც უნდა გადაიხადოს ჩვენმა სახელმწიფომ. როგორც აღმოჩნდა,  ქართველი ხალხი ამ ფასის გადასახდელად არ არის მზად, თუმცა "ქართული ოცნება" მზად არის, როგორც ჩანს, რომ გადაიხადოს ეს ფასი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გავრილოვის ვიზიტის შემდეგ ქართული საზოგადოების რეაქციამ რუსეთს 7 წლის განმავლობაში ნაშენები "პროპაგანდისტული ხუხულა" დაუნგრია.

სერგი კაპანაძე-ის სურათის შედეგი„7 წლის განმავლობაში ნაშენები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრათ. გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ოკუპანტის წინააღმდეგი. მათი მხრიდან აგონიაში მყოფი განცხადებები, ზოგი მუქარის ზოგი რაღაც შეპირებების გასაკვირი არ არის და აჩვენებს იმას, რომ საქართველო მორიგჯერ, არა მთავრობის გამოისობით , არამედ საზოგადოების გამოისობით, დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა საქართველოში,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კრემლის მუქარაში ახალს ვერაფერს ხედავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ კრემლის მიერ გადადგმული მტკივნეული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო არჩეულ საგარეო კურსს არ შეიცვლის და ოკუპაციას არ შეეგუება.

თამარ ხულორდავა-ის სურათის შედეგი„არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი, ვიცით,რომ რუსეთის მხრიდან ხშირად ხდება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც არის ჩვენთვის მტკივნეული.

ბერკეტების გამოყენება მოხდება თუ არ მოხდება, ჩვენი პოზიციები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით არ შეიცვლება,“ - ამბობს თამარ ხულორდავა.  

გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არასტაბილურია და შესაძლებელია ხალხის მასის მიერ დაფიქრების გარეშე იყოს გაუქმებული საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.

„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა,” - განაცხადა კარასინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები