17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა - კარასინის მორიგი მუქარა საქართველოს 

ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე გრიგორი კარასინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის, უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არასტაბილურია და შესაძლებელია ხალხის მასის მიერ დაფიქრების გარეშე იყოს გაუქმებული, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.

„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა,”-განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, სიტუაცია მტრობისა და კონფრონტაციის ჩიხში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა რადიკალებმა შეიყვანეს. მან საქართველოსთან ავიამიმოსოვლის დაბლოკვას ხისტი, თუმცა ადეკვატურ ზომა უწოდა.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ადეკვატური რეაქციის შედეგად გონს მოეგნენ ისინი, ვისაც პოლიტიკურ, თამაშში ანტირუსული რიტორიკისა და მუქარების ხარჯზე, ქულების ცინიკურად მიღება სურს,”-განაცხადა კარასინმა.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, მოსკოვში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო.

დღის ამბები