„უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, ეს იყო კატასტროფა, რომელსაც საფუძვლად დამამცირებელი შეცდომა ედო“, - ასე ხედავს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში გავრილოვის ღამეს მომხდარ ამბავს.
მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ირაკლი კობახიძეს უფრო მალე უნდა აეღო და დაუყოვნებლივ გადამდგარიყო.
ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ფიქრობს, რომ რუსეთთან დაკავშირებით არსებობს მოცემულობა - ოკუპანტი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში შორს წასვლის უფლებას ამ ეტაპზე არ იძლევა.
ბრაიზას აზრით, რუსეთის ძველი მეთოდებით მოქმედებს და თან გაოცებას ვერ მალავს, რომ ძველი ტაქტიკა და სტრატეგია საქართველოში ახალ თაობასთან აღარ ჭრის.
მეთიუ ბრაიზა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის მაპ-ის მიცემისკენ მოუწოდებს.
ბრაიზას განცხადებით, მთავარი, რაც ე.წ. გავრილოვის ღამემ აჩვენა, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, რომელიც საკუთარ მომავალს დასავლეთში ხედავს.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს არ სურს რუსული გავლენა და არ მისცემს საკუთარ მთავრობას უფლებას, რომ უფრო შორს წავიდეს ოკუპანტთან ურთიერთობაში, ვიდრე მოცემულობა არ შეიცვლება.