19 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსულ დელეგაციაზე: ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რეზოლუცია და ეს მათ აბრაზებთ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე იმსჯელებენ. სხდომა ხვალ გაიმართება. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი დღე კი კომიტეტების სხდომებს ეთმობა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა „კურიერთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რეზოლუციის ტექსტი საკმაოდ მწვავეა.

მისივე თქმით, რუსული დელეგაცია ლუქსემბურგში ჩასვლის შემდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.

„ბუნებრივია, გასაკვირი არ არის რუსეთის დელეგაციის პოზიცია, მაგრამ ისინი განსაკუთრებით აგრესიულები არიან ამ სესიაზე, როგორც ჩანს, ბოლო ამბების გამო, რაც საქართველოში მოხდა და მათი პოლიტიკა აბსოლუტურად ნათელია, რას აკეთებენ იგივე ემბარგოებით, იგივე ბლოკადით და ა.შ. და აქაც იგრძნობა ეს, ძალიან აქტიურად იმიტომ, რომ გამოდიან ისეთი განცხადებებით, რომელიც ძალიან გამწვავებულია, რაც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მე მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული რეზოლუცია და ეს მათ აბრაზებთ, მაგრამ რატომ არის ეს რეზოლუცია, ამაზე ესენი არ ფიქრობენ. ეს რეზოლუცია შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს და ვფიქრობ, არის ძალიან მკაცრად დაგმობილი ის პოლიტიკა, რაც დღეს არსებობს ჩათვლით იმ სიის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის, სხვა მკვლელობების და დაუსჯელობის და ა.შ. და ძალიან მკაცრი პოზიცია იქნება კიდევ ერთხელ გამოხატული,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები