აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი, რუსი დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არასდროს იქნება საქართველოს შემადგენლობაში. ელიზაბეთ რუდი მათ განცხადებებს აკრიტიკებს და რუსეთს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
"რუსეთის დუმის ზოგიერთმა დეპუტატმა შესაძლოა ასე თქვას, მაგრამ ეს არ არის მართალი. რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმავეს მოვუწოდებთ რუსეთს. ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული აღიარება,"-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.