რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ზახაროვა ამბობს, რომ საქართველო არჩევანის წინაშე დგას - ან აირჩიოს ევროპული კურსი და მაშინ კანონის უზენაესობა უნდა ცნოს, ან ქცევის ნორმები ტრადიციების მეშვეობით უნდა დაარეგულიროს. ზახაროვა აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არც ერთია და არც მეორე.
„ყველა საუბარი საქართველოს ტრადიციების შესახებ მხოლოდ საუბრებია. ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი არ კანონობს, ტრადიციებს შესაძლოა ძირეული და მხარდამჭერი როლი ეთამაშათ ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც. არის მხოლოდ ფოლკლორი და კოლორიტი, მეტი არაფერი. ან „საქართველო ევროპაა“ და ამ შემთხვევაში კანონები სრული სიმკაცრით უნდა კანონობდეს, ან უნდა აღდგეს ტრადიციები, რომლებიც მარეგულირებლის და შემაკავებლის როლს შეასრულებენ. ახლა არც ერთია და არც მეორე. დიდებული ქვეყანა თავისი დიდებული ტრადიციებით და კულტურით უსაქმური პოლიტიკოსების მძევლობაშია,- წერს ხაზაროვა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელის მხრიდან გამოხმაურება "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს თავისივე ენაზე აგინა.