19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
საქართველოს მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს - Ipsos კვლევა

მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომლის სახელსაც უკავშირდება ბოლო დროის მთელი ძალადობრივი კასკადი კვლავ თანამდებობაზეა. გიორგი გახარია აგრძელებს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნას იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მის გადადგომას მოითხოვს. ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობას სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს.

საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს. სატელეფონო გამოკითხვა, საეთაშორისო კვლევითა ცენტრმა Ipsos-მა ჩაატარა.

საზოგადოებრივი განწყობა დღეს დილიდან პოლიტიკური განხილვის თემა გახდა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ რუსთაველზე 20 ივნისს დაღვრილი სისხლისა და დასახიჩრებული ახალგაზრდების შემდეგ, პასუხიმგებლობის დაბალ რგოლებზე გადატანა მინისტრს ვერ გადაარჩენს.

„კურიერის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ გავრილოვის ღამის შემდეგ, საზოგადოების განწყობა „ქართულმა ოცნებამაც“ გაზომა, მმართველი გუნდის შიდა კვლევის შედეგი Ipsos-ის გამოკითხვაზე ბევრად დრამატული აღმოჩნდა.

მმართველი გუნდი დღეს თავისი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს მალავს და არ ასაჯაროვებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გახარიას იმ შემთხვევაში გადააყენებენ, თუკი პროკურატურა მის ბრალეულობას დაადგენს.

ივანიშვილი გახარიას ვერ შეელევა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების უფლებას მას მოსკოვი არ მისცემს.

Ipsos-ის კვლევის თანახმად, გავრილოვისა და რუსული დესანტის წინააღმდეგ დაწყებულ ფარტომასშტაბიან აქციებს დადებითად გამოკითხულთა 52 პროცენტი მიიჩნევს. ამ დემონსტრაციების ერთ-ერთი შედეგს - პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე გადასვლას მხარს 68 პროცენტი უჭერს.

ამავე თემაზე
დღის ამბები