რუსეთის სათათბიროს ინიციატივას საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი. ის განცხადებას, სოციალურ ქსელ "ტვიტერში აკეთებს და წერს, რომ საქართველოს ბოდიშების დრო ამოეწურა.
"ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ" - ამბობს პუშკოვი და საქართველოს ურჩევს ღვინო და წყალი ნატოელ მოკავშირეებს გაუგზავნოს.
"საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, "რუსთავი2"-ის პროვოკატორებითა და ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით ის მიიღეს რასაც იმსახურებენ. თავიანთი ღვინო შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც ალბათ არაფერს გადაუხდიან,"-აცხადებს პუშკოვი.