ზუსტად ორ საათში გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის, ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაუსვამენ შეკითხვებს. მანამდე უგულავა სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად შს სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა გახარიას უწყებაში მისვლამდე "ევროპული საქართველოს" ლიდერმა უარი იმ დრომდე განაცხადა, ვიდრე თავად გიორგი გახარია არ გამოიკითხებოდა. უგულავა ამბობს, რომ ის, რასაც მთავრობა სახელმწიფო გადატრიალებას უწოდებს, მისთვის გავრილოვის ღამეა და მზად არის ყველა შეკითხვას უპასუხოს.
"პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ მივიდე დაკითხვაზე და მაგისტრ მოსამართლესთან დავაფიქსირო ის სიმართლე, რაც ჩემი თვალით ვნახე. არ მაქვს არანაირი ილუზია გამოძიების, არც მოსამართლეთა კორპუსის და არც პროკურატურის და მითუმეტეს რა თქმა უნდა შსს-ს. თუ მოუნდა ივანიშვილს, ამ ფიგურას გადააქცევს ბრალდებულად, თუ მოუნდა იმას, ასეთ შემთხვევაში თუ მე ვიქნები, ეს მხოლოდ ჩემთვის დიდი პატივი იქნება,"-აცხადებს, გიგი უგულავა.