19 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
კარასინი-აბაშიძის შეხვედრებზე ბიუჯეტიდან 700 000 ლარია დახარჯული - "საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველო"

რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის გრიგორ კარასინთან შეხვედრებზე ბიუჯეტიდან 700 ათას ლარზე მეტია დახარჯული. ამის შესახებ მონაცემებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძის თანამდებობრივ სარგოზე, დანამატებსა და პრემიებზე გასულ შვიდ წელიწადში 492 ათასს ლარზე მეტი დაიხარჯა. 33 ვიზიტის სამივლინებო ხარჯებმა კი 115 ათასს გადააჭარბა.

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ცალსახად წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის ნაწილს, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის და ჩვენთვის გაგვეგო რა ფული იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატზე. 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით 700 000 ლარზე მეტი არის დახარჯული, რომელშიც თითქმის 500 000-მდე არის ხელფასი ბატონი აბაშიძის და დანარჩენი შედის ამაში სარესტორნო მომსახურება, შედის ასევე საკონსულტაციო მომსახურება,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ.

დღის ამბები